﻿ძვირფასო მომხმარებელო

გთხოვთ წაიკითხოთ საბოლოო მომხმარებლის სალიცენზიო ხელშეკრულება (საჯარო შეთავაზება)

სალიცენზიო ხელშეკრულება "NAVITEL NAVIGATOR"-ის ნავიგაციის სისტემის მომხმარებელთან

ეს სალიცენზიო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო თქვენს (ინდივიდუალური ან იურიდიული პირი), შემდგომში მოხსენიებული როგორც "მომხმარებელი", და დახურული ტიპის სააქციონერო სააგენტოს "სანავიგაციო ტექნოლოგიების ცენტრს" (Center of Navigation Technologies) (შემდგომში მოხსენიებული როგორც "NAVITEL") შორის "Navitel Navigator"-ის სანავიგაციო სისტემის პროგრამული პროდუქტის (შემდგომში მოხსენიებული როგორც "პროგრამული პროდუქტი") გამოყენებასთან დაკავშირებით, წარმოადგენს იურიდიულად მავალდებულებელ ხელშეკრულებას. პროგრამული პროდუქტი შეიცავს "Navitel Navigator"-ის სანავიგაციო კარტოგრაფიულ კომპიუტერულ პროგრამას (შემდგომში მოხსენიებული როგორც "ნავიგაციის სისტემა"), ციფრულ რუკას (შემდგომში მოხსენიებული როგორც "ციფრული პროდუქტი") და თანმხლებ მასალებს, იქნება ეს ნაბეჭდი თუ ელექტრონული სახით. ციფრული პროდუქტის შეძენა შესაძლებელია: (i)ნავიგაციის სისტემასთან ერთად პროგრამული პროდუქტის განუყოფელი ნაწილის სახით; ან (ii)ცალკე ერთეულის სახით, რომლის გაშვებაც შესაძლებელია ადრე შესყიდულ პროგრამულ პროდუქტთან ერთად.

ეს სალიცენზიო ხელშეკრულება მოიცავს განახლებებს, დამატებებს, დამატებით კომპონენტებს და პროგრამული პროდუქტის კომპონენტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მის მუშაობას. NAVITEL გახლავთ პროგრამული პროდუქტის მიმართ არსებული ყველა უფლების მფლობელი შემდეგი პირობებით: ექსკლუზიური საავტორო უფლებები კარტოგრაფიულ ბაზასთან დაკავშირებით ეკუთვნით მათ მფლობელებს საავტორო უფლებების ნიშნების დაცვით, რომელიც პროგრამული პროდუქტის თითოეულ ასლზეა მოცემული.

NAVITEL-ს გააჩნია პროგრამული პროდუქტის დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლება. პროგრამული პროდუქტი მთლიანად და ყველა მისი ელემენტი ცალკე (მათ შორის და არა მარტო: კარტოგრაფიული მასალები, მონაცემთა ბაზები, გრაფიკული გამოსახულებები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ტექსტი და დამატებითი პროგრამები) წარმოადგენს საავტორო უფლების საგანს და დაცულია რუსული და საერთაშორისო კანონმდებლობით. მათი დაინსტალირებით, ასლის გაკეთებით, ჩამოტვირთვით, წვდომის უზრუნველყოფით ან პროგრამული პროდუქტის სხვაგვარად გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით მოცემული სალიცენზიო ხელშეკრულების პირობებს. ეს საბოლოო მომხმარებლის სალიცენზიო ხელშეკრულება ძალაში შედის დაუყოვნებლივ, როგორც კი დაადასტურებთ თქვენს თანხმობას მასზე. ეს საბოლოო მომხმარებლის სალიცენზიო ხელშეკრულება ძალაშია პროგრამული პროდუქტის მუშაობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში. თუ არ ეთანხმებით ამ სალიცენზიო ხელშეკრულების პირობებს, არ დააინსტალიროთ ის და არ გამოიყენოთ პროგრამული პროდუქტი.

საბოლოო მომხმარებლის სალიცენზიო ხელშეკრულება (საჯარო შეთავაზება)

პროგრამული პროდუქტი (ნაბეჭდი მასალის ჩათვლით) გადმოგეცემათ თქვენ სალიცენზიო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და არ ხდება მათი თქვენთვის მიყიდვა.

1. ხელშეკრულების საგანი
1.1. NAVITEL განიჭებთ არაექსკლუზიურ ლიცენზიას ე.ი. პროგრამული პროდუქტის გამოყენების უფლებას იმგვარად და იმ პირობებით, რომლებიც ქვემოთაა მითითებული (შემდგომში მოხსენიებული როგორც "ლიცენზია").
1.2 ქვემოთ მოცემული ყველა პირობა შეეხება პროგრამულ პროდუქტს მთლიანად და ყველა მის ელემენტს ცალცალკე.

2. ინტელექტუალური საკუთრება
2.1. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები პროგრამულ პროდუქტთან (მათ შორის უფლებები ნებისმიერ მონაცემთა ბაზასთან, გრაფიკულ გამოსახულებასთან, ფოტოებთან, ვიდეოსთან, აუდიო ჩანაწერებთან და  დამატებით პროგრამებთან მიმართებით, აგრეთვე პროგრამულ პროდუქტში მოცემული ინტელექტუალური საკუთრების სხვა საგნებთან დაკავშირებით), თანმხლებ მასალებთან იქნება ეს ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით, პროგრამული პროდუქტის ნებისმიერ ასლთან მიმართებით ეკუთვნის NAVITEL-ს და მის პარტნიორებს. საკუთრების და საავტორო უფლებები მონაცემთა ბაზასა და სხვა შინაარსთან მიმართებით, რომლებზე წვდომასაც უზრუნველყოფს პროგრამული პროდუქტი, ეკუთვნის ამ მონაცემთა ბაზისა და შინაარსის საავტორო და საკუთრების უფლების მფლობელებს და დაცულია კანონებითა და სხვა აქტებით, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში არსებობს, აგრეთვე საერთაშორისო კანონმდებლობის აქტებით, რომლებიც განხორციელებულია ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. მოცემული ხელშეკრულება არ განიჭებთ პროგრამული პროდუქტის შინაარსზე წვდომას.
2.2 პროგრამული პროდუქტების კერძო არაკომერციული მიზნით გამოყენების არაექსკლუზიური ლიცენზია გადაეცემა მომხმარებელს იმგვარად, როგორც ეს ქვემოთაა მითითებული, ქვემოთ მოცემული პირობების დაცვით.
2.3. NAVITEL არ განახორციელებს უფლებების მინიჭებას, გარდა იმ უფლებებისა, რომლებიც მკაფიოდ არის მითითებული ქვემოთ.

3. გამოყენების პირობები
3.1. შესაძლებელია პროგრამული პროდუქტის გაყიდვა კომპიუტერის კომპონენტის სახით, ან შესაძლებელია მისი გაერთიანება კომპიუტერთან და მისი წინასწარი ინსტალაცია კომპიუტერზე. თუ მომხმარებელი მიიღებს პროგრამულ პროდუქტს კომპიუტერის კომპონენტის ან კომპიუტერთან გაერთიანებული სახით, პროგრამული პროდუქტი ლიცენზირებულია როგორც ერთი ინტეგრირებული პროდუქტი, რომელიც გაერთიანებულია კომპიუტერთან და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ კომპიუტერთან, რომლის კომპლექტსაც ის წარმოადგენს ან რომლის კომპლექტის სახითაც მოხდა მისი მიწოდება.
მომხმარებელს მუდამ შეუძლია მისთვის ამ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების გადაცემა სხვა პირისთვის, მაგრამ მხოლოდ კომპიუტერის ერთდროული შეუქცევადი გაყიდვისა და გადაცემის შემთხვევაში იმ პირობით, რომ პროგრამული პროდუქტის კომპონენტები და ასლები არ დარჩება მომხმარებელთან და თუ პროგრამული პროდუქტის მიმღები აიღებს ამ ხელშეკრულების პირობების შსრულების ვალდებულებას.
3.2. შესაძლებელია პროგრამული პროდუქტის გაყიდვა კომპიუტერზე წინასწარი ინსტალაციისა და კომპიუტერთან გაერთიანების გარეშე. თუ მომხმარებელი პროგრამულ პროდუქტს მიიღებს კომპიუტერისგან განცალკევებულად, მომხმარებელი უფლებამოსილია მისთვის ამ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებები, პროგრამული პროდუქტის კომპონენტები და ასლები გადასცეს სხვა პირს, იმ პირობით, რომ მომხმარებელთან არ დარჩება პროგრამული პროდუქტის კომპონენტები და ასლები და თუ პროგრამული პროდუქტის მიმღები აიღებს ამ ხელშეკრულების პირობების დაცვის ვალდებულებას.
3.3. ლიცენზიის მოცულობა. მოცემული ხელშეკრულებით მომხმარებელს ენიჭება პროგრამული პროდუქტის ობიექტ პროგრამის სახით რეპროდუცირების უფლება, რაც ხორციელდება კომპიუტერის ოპერატიულ მახსოვრობაზე ჩაწერის გზით, პროგრამული პროდუქტის ინსტრუქციების კომპიუტერის ცენტრალურ პროცესორთან პირდაპირი შესრულების მიზნით. მომხმარებელი უფლებამოსილი არაა გამოიყენოს ან განათავსოს პროგრამული პროდუქტი ერთზე მეტ კომპიუტერზე (იქნება ეს დაინსტალირებული თუ დაუნსტალირებელი ფორმით).
3.4.  პროგრამულ პროდუქტში მოცემული ციფრული პროდუქტის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ პროგრამულ პროდუქტში მოცემული ნავიგაციის სისტემის გამოყენებით და არა სხვაგვარად. ცალკე ერთეულად შეძენილი ციფრული პროდუქტის გაშვება შესაძლებელია მხოლოდ ერთ პროგრამულ პროდუქტში (ე.ი. მორგებული იქნება ერთ უნიკალურ პროგრამულ პროდუქტის სალიცენზიო გასაღებზე).
3.5. მომხმარებელი უფლებამოსილია კონსულტაციისთვის მიმართოს NAVITEL-ის ტექნიკური დახმარების ჯგუფს დაზიანებული ან დაკარგული პროგრამული პროდუქტის ასლის აღდგენის მიზნით. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს პროგრამული პროდუქტის კანონიერად გამოყენების დამამტკიცებელი საბუთი.
3.6. ორი ტიპის მონაცემთა მატარებლის მიწოდება. თუ პროგრამული პროდუქტი მოწოდებულია ორ ან რამოდენიმე ტიპის მონაცემთა მატარებლის მეშვეობით, მომხმარებელს უფლება აქვს გამოიყენოს მხოლოდ ერთი, რომელიც მისთვის უფრო მოსახერხებელია. მონაცემთა ყველა მატარებელი, რომელსაც შეიცავს პროგრამული პროდუქტის ერთი ასლი, ითვლება, რომ შეიცავს პროგრამული პროდუქტის იმავე ასლს და მომხმარებელს მისი გამოყენება შეუძლია მხოლოდ ერთ კომპიუტერზე.
3.7. მომხმარებელი უფლებამოსილია გააკეთოს პროგრამული პროდუქტის ერთი (1) ასლი, რომლის გამოყენება მოხდება მხოლოდ სარეზერვო მიზნით. 
3.8. მომხმარებელი ვალდებულია არ განახორციელოს ქვემოთ მითითებული ქმედებები და არც სხვა ინდივიდუალურ პირსა და იურიდიულ პირს არ უნდა მისცეს ქვემოთ მოცემული ქმედებების განხორციელების უფლება:
- პროგრამული პროდუქტის პირდაპირი სახით მოგების მიღების მიზნით გამოყენება;
- პროგრამული პროდუქტის გაქირავება ან სხვა სახით მისი დროებითი გამოყენების უზრუნველყოფა;
- ქსელზე დაფუძნებული მომსახურეობების გასაწევად პროგრამული პროდუქტის გამოყენება, მათ შორის და არა მარტო ინტერნეტ საიტებზე ტრანსლაციისთვის, როგორც კომერციული ასევე არაკომერციული მიზნით;
- ხელსაყრელი პირობების შექმნა იმ პირების მიერ პროგრამული პროდუქტის გამოსაყენებლად, რომელთაც არ აქვს მოცემული პროგრამის გამოყენების პერსონალური უფლება (იმ პირების ჩათვლით, რომლებიც იმავე ქსელში ან მრავალ მომხმარებლიან სისტემაში მუშაობენ სადაც თქვენ), სხვისთვის პროგრამული პროდუქტის ლიცენზიის გადაცემა;
- პროგრამული პროდუქტის ნებისმიერი ფრაგმენტის ან ელემენტის გამოშვება (გამოქვეყნება), მათ შორის და არა მარტო მესამე მხარეებისთვის მისი ასლის გაკეთების შესაძლებლობის მიცემა;
- პროგრამულ პროდუქტში მოცემული ტექნიკური შეზღუდვებისთვის თავის არიდება;
- ციფრული პროდუქტის მონაცემებზე პირდაპირი წვდომის განხორციელება, მისი სტრუქტურის და მახსოვრობის ფორმატის დათვალიერება, ციფრული პროდუქტის მახსოვრობის შეცვლა, პროგრამულ პროდუქტში მოცემული მონაცემების შეცვლა, პროგრამულ პროდუქტში ცვლილებების შეტანა და  მისი ადაპტირების განხორციელება, პროგრამის, მონაცემთა ბაზის ან პროგრამული პროდუქტის სხვა კომპონენტის დაშლა ან დეკომპილაცია (ობიექტ პროგრამა გადააკეთოს დედან ტექსტად).
- პროგრამის ან მონაცემთა ბაზის ობიექტ პროგრამაში ცვლილებების შეტანა, იმ ცვლილებების გამოკლებით, რომლებიც განხორციელებულია პროგრამული პროდუქტის კომპლექტში ჩართული საშუალებებით და განმარტებულია თანმხლებ მასალებში.
- პროგრამული პროდუქტის გამოყენების უფლების მესამე მხარისთვის გადაცემა გარდა ლიცენზიის ამ ხელშეკრულების 3.1 და 3.2 მუხლებში აღწერილი შემთხვევებისა, ზემოთ ხსენებული მუხლის პირობების დაცვის უზრუნველყოფით.
- პროგრამული პროდუქტის მიმართ კანონებისა სხვა აქტების დარღვევით მოქმედება, რომლებიც მოქმედებს რუსეთის ფედერაციაში, აგრეთვე საერთაშორისო კანონმდებლობის აქტების დარღვევის შემთხვევაში, რომლებიც განხორციელებულია კომპიუტერული პროგრამებისა და მონაცემთა ბაზის იურიდიული დაცვის სფეროში.
- ციფრული პროდუქტის ნებისმიერ კომპიუტერულ პროგრამასთან გამოყენება და არა ნავიგაციის სისტემასთან.
3.9. მომხმარებლის მიერ 3.8. მუხლში მითითებული ქმედებების განხორციელებისას, "NAVITEL" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს საბოლოო მომხმარებლის სალიცენზიო ხელშეკრულება ნებისმიერ დროს ნებისმიერი სახის შეტყობინებისა და გაფრთხილების გაგზავნის გარეშე.
3.10. მომხმარებელი მარტოა პასუხისმგებელი პროგრამული პროდუქტის გამოყენებასა და მხოლოდ მას აკისრია მისი გამოყენების რისკები.
3.11. პროგრამული პროდუქტის სალიცენზიო გასაღების აქტივაცია არის კანონიერი მექანიზმი, რომელიც ადასტურებს მომხმარებლის მიერ პროგრამული პროდუქტის სამართლიან გამოყენებას.
3.12. სალიცენზიო გასაღების დეაქტივაცია პროგრამული პროდუქტის ასლთან ნებადართულია მხოლოდ ერთჯერ (ნებისმიერი მიზეზით). ცალკე ერთეულის სახით არ არის შეძენილი სალიცენზიო გასაღების დეაქტივაცია ციფრული პროდუქტის ასლთან. სალიცენზიო გასაღების რეაქტივაცია მხოლოდ ნებადართულია იმავე მოდელის მოწყობილობაზე იმავე ოფიციალური ოპერაციული სისტემით. დამატებითი ინფორმაცია სალიცენზიო გასაღების დეაქტივაციის/რექატივაციის შესახებ იხილეთ "NAVITEL"-ის ვებგვერდზე შემდეგ მისამართზე: http://navitel.ru.

4. განახლება
4.1. კომპიუტერული პროგრამის გამოსაყენებლად, რომელიც "NAVITEL"-ის თანახმად ჯდება განახლების კატეგორიაში, საჭიროა პროგრამული პროდუქტის ლიცენზია, რომელიც შეესაბამება "NAVITEL"-ის განახლებასთან დაკავშირებულ შემოთავაზებას. განახლება მთლიანად ან ნაწილობრივ ანაცვლებს პროგრამულ პროდუქტს ან ავრცობს მას, რომელიც ადასტურებს განახლების მიღების თქვენს უფლებას. კომპიუტერზე განახლების ინსტალაციისას, თქვენ უფლებამოსილები ხართ გამოიყენოთ განახლება მხოლოდ ამ ხელშეკრულების პირობების დაცვით ან განახლების თანმხლები სალიცენზიო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
4.2. განახლების ინსტალაციის შემდეგ თქვენ არ შეგიძლიათ პროგრამული პროდუქტის საწყისი ვერსიის გამოყენება, რომლის განახლებაც მოხდა იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა ის წარმოადგენს კომპიუტერული პროგრამის განახლების ნაწილს.
4.3.  NAVITEL-ს, აგრეთვე მისი მიმწოდებლებს და პარტნიორებს არ ეკისრებათ აშკარა თუ ნაგულისხმევი პასუხისმგებლობა კომპიუტერული პროგრამის ან მისი ნებისმიერი კომპონენტის, მათ შორის ციფრული პროდუქტის განახლების შექმნასა და გავრცელებაზე.
4.4. NAVITEL უფლებამოსილია გამოაცხადოს პროგრამული პროდუქტის, მისი კომპონენტების განახლება, როგორც ანაზღაურების საფუძველზე ასევე უფასოდ.

5. კომპიუტერული პროგრამა, რომელიც "გადაყიდვას არ ექვემდებარება"
5.1. თუ პროგრამულ პროდუქტს აქვს წარწერა "არ ექვემდებარება გადაყიდვას" ან "NFR", მოცემული ხელშეკრულების სხვა პირობების მიუხედავად, მოცემული ლიცენზიით ნებადათულია მსგავსი პროგრამული პროდუქტის გამოყენება მხოლოდ პროგრამული პროდუქტის დემონსტრურების, შემოწმების და შეფასების მიზნით. პროგრამული პროდუქტის გაყიდვა ან ანაზღაურებადი სახით გადაცემა იკრძალება.

6. თანხმობა მონაცემების გამოყენებაზე
6.1. პროგრამული პროდუქტის აქტივაციით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს NAVITEL-ის მიერ ნებისმიერი ტექნიკური ინფორმაციის წაღებასა და გამოყენებაზე, რომელიც დაგროვებულია პროგრამულ პროდუქტთან დაკავშირებით მომხმარებლისთვის გაწეული დახმარების მომსახურეობის სახით. NAVITEL-ს შეუძლია გამოიყენოს ეს ინფორმაცია თავისი პროდუქტების გასაუმჯობესებლად, მარკეტინგული და სხვა სარეკლამო მიზნებისთვის. NAVITEL-მა არ უნდა გაუმჟღავნოს სხვებს მომხმარებლის პირადი მონაცემები.

7. სალიცენზიო ხელშეკრულების გაუქმება
7.1. თავისი უფლებებისთვის ზიანის მიყენებისნ გარეშე NAVITEL-ს შეუძლია შეწყვიტოს მოცემული ხელშეკრულება მასში მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
7.2 ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში თქვენ უნდა გაანადგუროთ პროგრამული პროდუქტის თქვენს ხელთ არსებული ყველა ასლი (მათ შორის ნებსიმიერ საშუალებაზე არსებული პროგრამული პროდუქტის კომპონენტი, განახლება, ეს ხელშეკრულება და ნებისმიერი თანმხლები მასალა).

8. პასუხისმგებლობა
8.1. პროგრამული პროდუქტის ან ნებისმიერი მისი კომპონენტის ამ ხელშეკრულების პირობების ან უფლებების მფლობელის ექსკლუზიური უფლებების დარღვევით გამოყენება, დისტრიბუცია ან რეპროდუცირება (ასლის გაკეთება) იდევნება კანონით.
8.1.1. მოცემული ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა.
8.2. თუ მომხმარებელი დაარღვევს მოცემულ ხელშეკრულებას, მას ჩამოერთმევა პროგრამული პროდუქტის გამოყენების უფლება და მე-9 მუხლში მითითებული შეზღუდული გარანტია.

9. შეზღუდული გარანტია 
9.1. NAVITEL უზრუნველყოფს პროგრამულ პროდუქტში მოცემული პროგრამების პროგრამულ პროდუქტთან ერთად მოწოდებულ დოკუმენტაციაში მითითებული პირობების შესაბამისად ფუნქციონირებას.
9.2.პროპგრამული პროდუქტი მოწოდებულია იმ სახით, რა სახითაც არსებობს. NAVITEL-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ პროგრამული პროდუქტი არ აკმაყოფილებს მომხმარებლის მოლოდინს და შეხედულებებს, არ შეესაბამება ანალოგებს და/ან სტანდარტებს, რომლებიც არ არის აღწერილი სპეციფიკაციებსა და თანმხლებ დოკუმენტაციაში, არ შეიცავს შეცდომებს, აგრეთვე პროგრამული პროდუქტის გამოყენების პირდაპირ და არაპირდაპირ შედეგებზე, მათ შორის იმ  შედეგებზე, რომლებიც წარმოიშვა პროგრამული პროდუქტის პაკეტში შეცდომების ან ბეჭდური შეცდომების გამო.
9.2.1 გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ ციფრული პროდუქტის (როგორც პროგრამული პროდუქტის ნაწილი) საექსპლუატაციო პერიოდი შეიძლება იყოს მოკლე. ინფორმაცია ციფრულ პროდუქტზე, როგორც პროგრამული პროდუქტის ნაწილზე და ასევე მისი საექსპლუატაციო პერიოდზე ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის პროგრამული პროდუქტის აქტივაციისთანავე.
9.3. NAVITEL არ იძლევა პროგრამული პროდუქტის მესამე პირების ან ორგანიზაციების კომპიუტერულ პროგრამებთან ან მოწყობილობებთან ერთობლივად მუშაობის გარანტიას, კერძოდ კომპიუტერულ მოწყობილობებთან, რომლებიც წარმოებულია პროგრამული პროდუქტის ვერსიაზე გვიან.

10. პროგრამული პროდუქტის დაბრუნება
10.1. ამ სალიცენზიო ხელშეკრულების პირობების მიღებითა  და პროგრამული პროდუქტის სალიცენზიო გასაღების აქტივაციით თქვენ ეთანხმებით "შესყიდული პროგრამული პროდუქტის ანაზღაურების პირობებს". ანაზღაურების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ NAVITEL-ის ოფიციალურ ვებგვერდს: http://navitel.ru.
